23 | 07 | 2018

საზოგადოებრივი ცენტრი ლანჩხუთში

ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა, რომელიც დღეს თავად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ცენტრის გახსნას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრტასტრუქტურა აქვს და აღჭურვილია ასევე თანამედროვე ტექნიკით. ლანჩხუთელები ამიერიდან კომფორტულ გარემოშ 200-ზე მეტი მომსახურების მიღებას შეძლებენ. "მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვიცი, რომ თქვენც გიხარიათ, რადგა 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ასეთ კარგ გარემოში შეგეძლებათ" - მიმართა შეკრებილ მოსახლეობას თეა წულუკიანმა. "მინდა თითოეულ ლანჩხუთელს მივულოცო ამ ცენტრის გახსნა, რომელიც ყველა მომხმარებელზეა მორგებული" - განაცხადა მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია