23 | 07 | 2018

მუნიციპალიტეტის მერი ჯურუყვეთელებს შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. მერმა თავდაპირველად სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მიიღო ჯურუყვეთელები, მოისმინა მათი პრობლემები, ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. სტუმრებმა მოინახულეს ხიდი, რომელიც აუცილებლად აღსადგენია; გზა, რომელიც საჭიროებს შეკათებას. დაათვალიერეს რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის საცხოვრებელი სახლი. - კარგია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზე ეცნობა ვითარებას. ჩვენ ეს იმედს გვაძლევს. მადლობა მათ იმისთვის, რომ არ დაიზარეს და ჩამოვიდნენ, - გვითხრეს ჯურუყვეთელებმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია