17 | 11 | 2018

სპორტი ბარიერების გარეშე

ლანჩხუთში დაიწყო პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“, რომელიც სპორტის ოთხ სახეობაში ტარდება 2002-2004 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის. დღეს პირველი შეჯიბრი ჩატარდა სპრინტში, 60 მეტრზე გარბენში გოგონებსა და ვაჟებს შორის. ადგილები გოგონებს შორის ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი - ჩიბათის საჯარო სკოლა; მეორე ადგილი - აცანის საჯარო სკოლა და მესამე ადგილი - ჩოჩხათის საჯარო სკოლა. ვაჟებს შორის კი პირველადგილოსანი ნიგოითის საჯარო სკოლა გახდა. ჩიბათი ამჯერად მეორე გავიდა, ხოლო საპაიო მესამე ადგილი შრომისუბნის საჯარო სკოლას ერგო. პროექტ „სპორტი ბარიერების გარეშე“ მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულები რეგიონულ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო რეგიონის გამარჯვებული ანაკლიაში, საქართველოს ჩემპიონობაზე იასპარეზებს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია