23 | 09 | 2018

საკრებულოს თავმჯდომარე ბიუროს წევრებს შეხვდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ ბიუროს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. როგორც აღინიშნა, აქტიურ ფაზაშია აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ პროცესებში თითოეული მაჟორიტარი დეპუტატის მაქსიმალური ჩართულობაა აუცილებელი, რათა მოსახლეობა დროულად იყოს ინფორმირებული სამუშაოების დაწყების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსაგვარებელია წყლის პრობლემა. ასევე, ჟორდანიას ქუჩის გასწვრივ მდებარე ხეები საჭიროებს გადაბელვას.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია