16 | 10 | 2018

თათბირი მერის წარმომადგენლებთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები და სოფლებში არსებული სხვა პრობლემები იყო. როგორც გაირკვა, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში შეწამვლითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. შედგენილია გრაფიკი, რომლის მიხედვით სპეციალური მანქანები ყველა სოფელს მოივლის. "არ დარჩება არცერთი ქუჩა თუ შესახვევი, რომ არ შეიწამლოს. ამას თქვენ უნდა მიაქციოთ მაქსიმალური ყურადღება. კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თითოეული მათგანი ახლდეს მანქანებს და ერთად მოიაროთ სოფელი" - მიმართა წარმომადგენლებს მერმა. თათბირზე ასევე ისაუბრეს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაზე. აღინიშნა, რომ საყანე ფართობების დახვნას პრობლემას უქმნის ის, რომ ფართობები შეღობილი არაა. ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომელთა განხორციელებაც უკვე დაწყებულია: "ყველა სამუშაოს, რომელიც ტარდება თქვენ ტერიტორიაზე თვალყური ადევნეთ და დაესწარით სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო არ დაგვირჩეს" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. შეხვედრის დასასრულს ითქვა, რომ ერთად ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია