ძლიერი ხანძრის შედეგად მაჩხვარეთში სახლი დაიწვა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 14:45

ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთში საცხოვრებელ სახლს, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. საჭიროების გამო სახანძრო ბრიგადები ჩოხატაურიდან და ოზურგეთიდანაც ჩამოვიდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სამწუხაროდ, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.