25 | 05 | 2018

ადგილობრივი ხელისუფლება ნინოშვილის მოსახლეობას შეხვდა

მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ნინოშვილის მოსახლეობას შეხვდა. მასთან ერთად ამ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, დეპუტატები და მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები, ასევე სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ალექსანდრე სარიშვილმა მოსახლეობის მიღება ნინოშვილის ადმინისტრაციულ შენობაში გამართა. სხვადასხვა პრობლემებით მასთან ადგილობრივი მცხოვრებლები მივიდნენ. სოფლის მოსახლეობას ძირითადად, მეწყერი აწუხებს. საკარმიდამო ნაკვეთების დიდი ნაწილი სტიქიისაგან დაზიანებულია და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს. ამ დროისთვის ნინოშვილში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრების, ხიდების, მილხიდების, დაზიანებული გზების აღდგენა მიმდინარეობს. ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თუნუქის სახურავები გადაეცა. საერთო ჯამში ნინოშვილში წელს 123 197 ლარის სამუშაო სრულდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ადგილზე დაათვალიერეს ირემაძეების უბანი, ასევე მოინახულეს გულნაზ კვაჭაძისა და ნათელა მარგალიტაძის ოჯახები. მუნიციპალიტეტის მერმა ასევე დაათვალიერა საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობები. აქვე გაესაუბრა აღმზრდელებსა და პედაგოგებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნინოშვილელებს თანადგომასა და დახმარებას დაპირდნენ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა