22 | 10 | 2018

საკრებულოს ბიურომ მიმდინარე საკითხები განიხილა

 

გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვლადიმერ ნანაძე უძღვებოდა.

სხდომას მუნიციპალიტეტის მერი და მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

ბიურომ განიხილა საკითხები, რომლებიც საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შევიდა:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქისწოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ;

ბიურომ მოიწონა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, განხორციელდება საჭადრაკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 86416 ლარს შეადგენს და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;

ბიურომ მოისმინა და ცნობად მიიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია