16 | 12 | 2018

საჩუქრები პატარებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 13 წლამდე ასაკის ბავშვებს გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ და სათამაშოების ქსელმა "ჭიტა" საჩუქარი გაუკეთა. ამ კატეგორიის 84 პატარას გული სათამაშოებით გაუხარეს. საჩუქრები ბავშვებს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა გადასცეს. პატარებმა ასევე იხილეს ლანჩხუთის თოჯინების თეატრის სპექტაკლი "იხვის ჭუკი".


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია