თათბირი სამსახურების უფროსებთან

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 21 მაისი 2018 16:11

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა სამსახურების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე მერმა თითოეული სამსახურის უფროსისაგან მოისმინა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა თითოეულ სამსახურს ევალება. ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პრობლემებზე. მერმა ასევე მოისმინა სამხედრო გაწვევის სამსახურის ანგარიში. ალექსანდრე სარიშვილმა თითოეულ მათგანს დაავალა, რომ შეისწავლონ პრობლემები და შესაძლებლობიდან გამომდინარე, აღმოფხვრან კიდეც.