16 | 12 | 2018

ტრენინგი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროექტის -,,რა ყოფილა გურიას" ფარგლებში ჩატარდება

23 და 24 მაისს , 11.00 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, პროექტის- "რა ყოფილა გურიას " ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები, საპროექტიო წინადადებების წარმდგენი პირებისთვის ტრენინგს ჩაატარებენ.

მცირე გრანტების პროგრამის მთავარი მიზანია გურიის რეგიონში სამოქალაქო ჩართულობის, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მოქალქეებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის წახალისება, ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილების უსაფრთხოების, მიმზიდველობის ხელშეწყობის გაუმჯობესება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებულის გაუმჯობესება, გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის მიმართული ღონისძიებების, ინფო ტურების, ფესტივალების მოწყობა, ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მოწყობა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხელშეწყობა, არსებული ტურისტული სექტორის განვითარება, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის მომზადების პროცესის ტურისტულ პაკეტად შეკვრა და შემდგომ რეალიზაციაში დახმარება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შუძლიათ გურიის რეგიონში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, კლუბებს, დარეგისტრირებულ ან საინიციატივო ჯგუფებს. კონკურსის მთავარი პირობაა გურიაში მცხოვრები ადამიანების ან ჯგუფების თანამშრომლობა.

პროექტს ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირი აფინანსებს და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.

პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან ერთად ახორციელებს.

↪️შეგახსენებთ, რომ პროექტ „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 31 მაისი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია