17 | 09 | 2019

ლია ორაგველიძის შემოქმედებითი საღამო

მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში (დირექტორი მაია ჩავლეიშვილი) კომპოზიტორ ლია ორაგველიძის სახელობის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ლია ორაგველიძემ კონსერვატორიის საფორტეპიანო და საკომპოზიციო ფაკულტეტები დაამთავრა. ამჟამად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა არჩილ ჩიმაკაძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლაში. აგრძელებს შემოქმედებით მუშაობას, ქმნის საგუნდო, სავიოლინო ნაწარმოებებს, ასევე საესტრადო სიმღერებს.

სამუსიკო სკოლას შემოქმედებითი ურთიერთობა აქვს კომპოზიტორთან. მისი ნაწარმოებები სასწავლო პროგრამაში შეიტანა.

მუნიციპალიტეტის თანადგომით გამოიცა ლანჩხუთელი პოეტების ლექსებზე შექმნილი სიმღერათა კრებული „მელოდია სულის სარკეა“. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო თემურ ფირცხალაიშვილის ლექსზე - „ფარული ტკივილი დიდია - შექმნილი სიმღერის მოსმენა.

უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალური სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა კომპოზიტორის ნაწარმოებები საუკეთესოდ შეასრულეს, ტაში და ოვაცია დაიმსახურეს დამსწრე საზოგადოებისგან.

საღამოს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გამგებელი გიორგი გოგუაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კომპოზიტორმა ლია ორაგველიძემ მადლობა გადაუხადა სამუსიკო სკოლას, ყველას ვინც მისი საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია