22 | 10 | 2018

მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში პროექტ "რა ყოფილა გურიას " ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლებმა, საპროექტიო წინადადებების წარმდგენი პირებისთვის ტრენინგები ჩაატარეს

23 და 24 მაისს, მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში პროექტ "რა ყოფილა გურიას " ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლებმა, საპროექტიო წინადადებების წარმდგენი პირებისთვის ტრენინგები ჩაატარეს.

მცირე გრანტების პროგრამის მთავარი მიზანია ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილების უსაფრთხოების, მიმზიდველობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილებზე ტურისტული ნიშნების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ან ტურისტული ღირსშესანიშნაობების განვითარება, გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის მიმართული ღონისძიებების მოწყობა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხელშეწყობა, არსებული ტურისტული სექტორის განვითარება, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის მომზადების პროცესის ტურისტულ პაკეტად შეკვრა და შემდგომ რეალიზაციაში დახმარება.
აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შუძლიათ გურიის რეგიონში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ასევე გურიის რეგიონში მცხოვრებ ფიზიკურ პირებსა და არსებულ საინიციატივო ჯგუფებს.
მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი უწევს.
პროექტს ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.
პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან ერთად ახორციელებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია