22 | 10 | 2018

ჩიბათობა - 2018

23 მაისს „ჩიბათობის“ დღესასწაული აღინიშნა. თავდაპირველად წირვა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში აღევლინა, რომელსაც ლანჩხუთში მოღვაწე მამებთან ერთად, სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული მოძღვრებიც ესწრებოდნენ. შემდეგ კი ადგილობრივ კულტურის სახლში სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. სოფლის სტადიონზე ჯერ „ჩიბათი“ და „გურია-2“ შეეჯიბრნენ ერთმანეთს, ხოლო მოგვიანებით ვეტერანთა მატჩი გაიმართა. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ იხილეს იმ ცნობილი ფეხბურთელების თამაში, რომლებმა ათწლეულების განმავლობაში არაერთი სიხარული მოუტანეს „გურიას“ გულშემატკივარს. მატჩს ესწრებოდნენ თბილისის დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელები: მანუჩარ მაჩაიძე, გია თავაძე, ზორბეგ ებრალიძე და სხვები. ღონისძიებებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გურიის მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია