16 | 10 | 2018

კომუნიკაცია-ურთიერთობის მოდელი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, საგრანტო კონკურისის- ,,რა ყოფილა გურია“ -ს ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა გახლდათ ,, კომუნიკაცია-ურთიერთობის მოდელი“. ,, დამოუკიდებელი მედია ცენტრის“ ტრენერებმა, მაია ღუბალაძემ და გიორგი შამუგიამ კომუნიკაციასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა კომუნიკაციის სახეებზე, ფაზებზე, უკუკავშირზე, დამოკიდებულების დონეებსა და ინფორმაციის გადაცემის არხებზე. ტრენინგის მნიშვნელობანი ნაწილი დაეთმო ბრენდინგს და ტურიზმის საკითხებს. განიხილეს სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს და მედიასექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობა, მხარის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის. ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა ტურისტული მარშრუტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია