16 | 10 | 2018

მაჩხვარეთში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ნანაძე და მაჩხვარეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ქურიძე, მუნიციპალიტეტის მერ-ალექსანდრე სარიშვილთან ერთად მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერეულის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ციცინო ჩხაიძე და მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს, რომელიც შიდა გზების, გაბიონების, მილხიდების და გარე განათების მოწესრიგების საკითხებს შეეხებოდა. მოსახლეობამ შიდა ტრანსპორტის, საექიმო პუნქტის მოწყობისა და სოფლის სტადიონის შეღობვის საკითხებიც დააყენა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ნოზაძის სახლთან სტიქიის შედეგად დაზიანებული მილხიდი მოწყობა (რომლის ღირებულება 7 976 ლარს შეადგენს), სოფლეში 35 178 ლარის ღირებულების გაბიონის მოწყობისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების მშენებლობა, რომლის ღირებულება 212 653 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ამხანაგობა ,,ჯ,ჯ.კ" ახორციელებს. რაც შეეხება გარე განათების საკითხს, აღინიშნა, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეკონომ ნათურების დამონტაჟება და ასევე მაჩხვარეთშიც მოხდება რებილიტაცია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, რომელიც იატაკის შეკეთებას საჭიროებს. ასევე ადგილზე დაათვალიერეს ის პრობლემური ადგილები, რომელთა რეაბილიტაცია-მშენებლობის აუცილებლობა მოსახლეობამ შეხვედრაზე დააყენა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია