18 | 06 | 2018

სოციალურ ქსელში ჟორდანიას ქ. #126-ში („ლიბერთი ბანკის“ წინ მდებარე ტერიტორიაზე) მოჭრილი ჭადრის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

აღნიშნულის თაობაზე განვმარტავთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობისა და საავტომობილო გზისპირის მიმდებარედ დაზიანების ან/და მომეტებული საფრთხის შემცველი, ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავების (საშეშე და სამასალე მერქნის) შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დაადგინა, რომ ხე ესაზღვრება ჟორდანიას ქ. #126-ში, დავით გულიშვილის საკუთრებაში არსებულ შენობას, ხე შენობიდან მოშორებულია 10 სმ-ით, ქარის დროს ირხევა, ეხება შენობის აივნის პარაპეტს, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს შენობის დაზიანება. ჩამოცვენილი ფოთლები ილექება წყალმიმღებ სისტემაში, წყალი სახურავზე გროვდება, რაც აზიანებს კედლებს.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხე 4 (ოთხი) მეტრ სიმაღლეზე გადაიბელა.
აქვე გაცნობებთ, რომ ხსენებული გადაწყვეტილება მიღებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტის #13 დადგენილების თანახმად, რომლის მე-18 მუხლში აღნიშნულია, რომ:
1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისთვის:
ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოსათვის...

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია