16 | 12 | 2018

ეკონომიკის და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიამ მიმდინარე საკითხები განიხილა. კომისიამ საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №34 დადგენილებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ , ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. როგორც აღინიშნა, ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ,, წლების განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლის ის ოდენობა, რომელიც დაგეგმილი იყო ადგილობრივი ბიუჯეტის მიხედვით, არ სრულდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ დასუფთავების მოსაკრებელი მიბმული ყოფილიყო ელექტრო ენერგიის გადასახადზე, თუმცა ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მხრიდან თანხმობა ვერ მივიღეთ აღნიშნულზე. აუცილებელია ამ კუთხით სიღრმისეული მსჯელობა, რათა საბოლოოდ მოიძებნოს და დაიხვეწოს მოსაკრებელის ამოღების მექანიზმი“, აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩახვაძემ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია