- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 21 ივნისი 2012 19:54

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი ყაველაშვილი, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი ნიკო ნოზაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლების: მაჩხვარეთის, გვიმბალაურის, ჩიბათის, ნიგვზიანისა და ჯურუყვეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ენერგეტიკის კუთხით: გაზიფიკაციასთან და ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
თავის მხრივ მოსახლეობამ გიორგი ყაველაშვილს სოფლებში არსებული პრობლემები გააცნო; ისაუბრეს შიდა გზების რემონტზე, სასუქისა და საწვავის ფასებზე, დასაქმების პრობლემაზე, ამერიკულ თეთრ პეპელასთან ბრძოლის ღონისძებებზე.
მინისტრის მოადგილეს შეხვედრის მონაწილეები პირად, ძირითადად, სოციალურ პრობლემებზეც ესაუბრნენ.

