სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დაათვალიერეს

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 29 მაისი 2018 17:07

მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ ჩიბათში ვახტანგ სარჯველაძის ეზოსთან ნაპირსამაგრის მოწყობისა და დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 19 212 ლარს შეადგენს. სამუშაოები დაწყებულია ღრმაღელეში ფრიდონ კეკენაძის საკარიდამო ნაკვეთთან, სადაც 30 მეტრიანი გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 10 990 ლარია. აღნიშნული ნაპირსამაგრი სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს.