18 | 06 | 2018

ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში ადმინისტრაციულ შენობასა და საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ძლიერის ქარის შედეგად ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადაძვრა. ასევე ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთულის შენობას დაუზიანდა სახურავი.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოფელ გრიგოლეთს. გრიგოლეთში ხე წაიქცა, რამაც სადენის დაზიანება გამოიწვია. ამ დროისთვის, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ადგილზე მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია