17 | 08 | 2018

ინტელექტუალური თამაში სკოლებს შორის

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის დარბაზში მუნიციპალიტეტის საჯარო და საბაზო სკოლებს და სასულიერო გიმნაზიას შორის (მონაწილეობას მხოლოდ ქალაქ ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლა არ იღებდა) ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?~ ჩატარდა. თამაში ორ ეტაპად იყო დაყოფილი და საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა ლიდერები იმთავითვე გამოიკვეთნენ. ესენი იყვნენ: წყალწმინდისა და ქალაქის #2 საჯარო სკოლები. ორივე ეტაპის დასასრულს გაირკვა, რომ ხსენებულმა სკოლებმა ერთნაირი 15-15 ქულა დააგროვეს, რის გამოც ჩატარდა ე.წ. პენალტების სერია, რომელიც გამოავლენდა გამარჯვებულს. დაისვა სულ სამი შეკითხვა, რამაც თამაშისა და გუნდების ბედიც გადაწყვიტა. ერთი სწორი პასუხით გამარჯვება წილად ხვდა ქალაქ ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლას, რომელიც თბილისში ,,რა? სად? როდის?~ სათამაშოდ გაემგზავრება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია