16 | 10 | 2018

პოლიციის დღე ლანჩხუთში

ლანჩხუთში პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა. სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ პოლიციელთა სახელობის სკვერში მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულმა განყოფილებამ. ვეტერანმა პლიციელებმა გაიხსენეს კოლეგების ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე. აღნიშნეს გარდაცვლილი პოლიციელების მიერ პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი წვლილი. ამ დღესთან დაკავშირებით ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საჯარო სკოლის აღსაზრდელები და კულტურის ცენტრის მომღერლები მონაწილეობდნენ. ,,მინდა ყველა პოლიციელს მოგილოცოთ პროფესიული დღე. ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოების, თითოული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მომავალ საქმიანობაში გისურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას . მინდა ასევე პატივი მივაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ ვაჟკაცებს, ქედს ვიხრი მათ წინაშე“, აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია