18 | 08 | 2018

მუნიციპალიტეტის მერმა სუფსაში სანიაღვრე არხები დაათვალიერა

მუნიციპალიტეტის მერმა სუფსაში სანიაღვრე არხები დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა. სუფსელების თქმით, წვიმის დროს არხები წყალს არ ატარებს და საცხოვრებელი სახლები და ეზოები იტბორება. - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსახლეობას თავიდან ავაცილოთ მსგავსი პრობლემები, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ალექსანდრე სარიშვილს იმ საკითხებზეც ესაუბრნენ, რომლებიც მათ ამ დროისათვის აწუხებთ. მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სუფსაში ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით წულაძე, წარმომადგენელი დავით გუმბარიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ კუკულავა იმყოფებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია