- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 15:55
მესამე საჯარო სკოლაში ყოველწლიური საგანმანათლებლო პროექტი „ჩვენ და უცხოური ენები“-ის დასკვნით ეტაპი გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს მილსადენის კომპანია bp და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია. პროქტში მონაწილეობას თითქმის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე იღებდა. თუმცა სხვადასხვა უცხოურ ენაში 50 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ გადასცეს.
