- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 08 ივნისი 2018 17:16
დღეს ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ კომპიუტერი საჩუქრად გადასცა. ალექსანდრემ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემაში „ხართ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი?“ – 2 000 ლარი მოიგო. აღნიშნული თანხით გადაწყვიტა ჩოჩხათის საჯარო სკოლისთვის კომპიუტერი შეეძინა. _თამაშისას ორმაგად ვნერვიულობდი, რადგან ძალიან მინდოდა საჩუქარი გამეკეთებინა თქვენთვის. მთელი გულით გგულშემატკივრობთ - განაცხადა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ. ამავე სკოლის აღსაზრდელებმა კონცერტი მოაწყვეს და სტუმარს თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თვამჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.
