17 | 09 | 2019

სამხატვრო სკოლამ სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევი კონკურსის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავამ კომისიის წევრებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოდან მოსული დასკვნა გააცნო.

მისი თქმით, კომისიის მიერ შერჩეული, საუკეთესოდ მიჩნეული ესკიზის პროექტი (კოდი: 1975), კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, შემდგომი დამუშავებისა და დასკვნისათვის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის  18 ივნისის N118 წერილით გადაეგზავნა   საქართველოს პარლამენტთან  არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, საიდანაც 2012 წლის 22 ივნისს N59 წერილით ეცნობა პასუხი,  რომ წარდგენილი გერბის და დროშის ესკიზები იდეურად და მასზე გამოსახული სიმბოლოების თვალსაზრისით მისაღებია და ექვემდებარება დამუშავებას.

საკრებულოს თხოვნის საფუძველზე ამჟამად მიმდინარეობს  წარმოდგენილი პროექტების ჰერალდიკურად გამართვა. უახლოეს პერიოდში დასრულდება პროექტებზე მუშაობა და საკრებულოს  დასამტკიცებლად გადმოეგზავნება.   

კონკურსის შედეგების მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდა ლანჩხუთის  სამხატვრო სკოლა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია