20 | 10 | 2018

ოქროსმედალოსნები ლანჩხუთიდან

ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლამ და ლოტბარმა ავთანდილ თურქიამ საქართველოს საგუნდო საზოგადოების, ბავშვთა და ახალგაზრდულ საგუნდო კოლექტივების IV ეროვნულ კონკურსზე პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.
დღეს გამარჯვებულ ბავშვებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე და მერის თანაშემწე ეკა გუჯაბიძე ესტუმრნენ.
"პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. დიდი მადლობა, რომ ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტის სახელი ასე შორს გაგაქვთ და მას ასე ასახელებთ. კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება მოგველოცოს" - ასე მიესალმა ბავშვებს ალექსანდრე სარიშვილი.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი ბიუჯეტიდან წახალისდებიან.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია