16 | 12 | 2018

პასუხი გამოქვეყნებულ წერილზე

„გურიის მოამბეში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით, „ლანჩხუთში ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით ორი ადამიანი მოიწამლა“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მოსახლეობის გაუფრთხილებლად მიმდინარეობს.
„შუა ასაკის ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაციმედალფას კლინიკაში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. ერთ- ერთი მოწამლული აცხადებს, რომ ინტოქსიკაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეცტექნიკის გამოყენებით მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეწამლეს. მისი თქმით, შეწამვლის შესახებ არ იყო გაფრთხილებული. მეორე კი ამბობს, რომ ტერიტორია ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით თავად შეწამლა და ამის შემდეგ მიიღო ინტოქსიკაცია“ - ნათქვამია სტატიაში.
გვინდა განვმარტოთ, რომ მამაკაცმა, რომელიც თავის ფართობში წამლავდა თხილს, არ დაიცვა უსაფრთხოების წესები.
„მედალფას“ მენეჯერის, რეზო კვერენჩხილაძის თქმით, ის უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.
რაც შეეხება ქალბატონს, მისი თქმით, შეწამვლის დროს ეძინა. ქალბატონი ხორეთიდანაა. როგორც მერის წარმომადგენელი ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რევაზ ფაცურია ამბობს, შეწამვლის თაობაზე ყველა მოსახლე გაფრთხილებული იყო.
„კარდაკარ ჩამოვიარეთ ყველა ოჯახი. პირადად მე გავაფრთხილე ყველა. ამ ქალბატონის მეზობელმა გვითხრა, რომ შეწამვლის შესახებ ოჯახმა იცოდა. თუ ჩაეძინა და არ დაიცვა უსაფრთხოების წესები, ჩვენი ბრალი ნამდვილად არაა“, - აღნიშნა წარმომადგენელმა.
აქვე დავძენთ, რომ მოსალოდნელი შეწამვლის შესახებ ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას წინა დღით მიეწოდება ინფორმაცია და ეცნობება უსაფრთხოების წესები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია