ადგილობრივი ხელისუფლება „ტოდინის“ მენეჯერს შეხვდა

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018 14:28

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო კომპანია „ტოდინის“ მენეჯერს ზაბიჰალ ზარონსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გზების სამსახურის უფროსს ბაქარ ბაბუხარდიას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ავტობანის მშებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება იყო. მიმდინარე სამუშაოები ძირითადად საყანე ფართობებზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგნელებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი წარმოადგინეს, რაზედაც ორივე მხარე შეთანხმდა.