16 | 12 | 2018

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალ პროექტს - „ახალგაზრდა მეწარმე“ ახორციელებს. სოფლად ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აქვს იდეა ან სურს შექმნას საკუთარი ბიზნესი. პროგრამა თითოეულ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და შექმნან ისეთი ბიზნესი, რომელიც უზრუნველყოფს მათი ნიჭის განვითარებას, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას. პროექტის შესახებ ვრცლად ისაუბრეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა. შეხვედრა ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში შედგა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ა(ა)პ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გელა ზოიძე, მერის წარმომადგენლები და ახალგაზრდა მეწარმეები ესწრებოდნენ. პროგრამა დაფინანსებულია დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მიერ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია