გრიგოლეთის სანაპირო ზოლში სპეცტექნიკა დილიდან მუშაობს

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018 14:48

ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობისა და მომსახურების“ ცენტრის თანამშრომლებმა დღეს გრიგოლეთის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. პლაჟის დასასუფთავებლად დილიდან გრიგოლეთში სპეცტექნიკა მუშაობდა. ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგი გვარჯალაძე იმყოფებოდნენ. ისინი აკვირდებოდნენ მიმდინარე სამუშაოებს და ამავე დროს დამსვენებლებსაც შეხვდნენ. ის პრობლემები მოისმინეს, რაც მათ აწუხებთ. ამ დროისთვის გრიგოლეთში გარე განათების ბოძებზე ნათურების გამოცვლა მიმდინარეობს.