16 | 10 | 2018

გამოსაშვები ჯგუფის ზეიმი მაჩხვარეთის ბაღში

დღეს მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში სკოლამდელი აღზრდის ჯგუფის გამოსაშვები ზეიმი, "მე მიყვარს საქართველო" - გაიმართა. ზეიმს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ია ჩხაიძე, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც ბრწყინვალე ზეიმი, რომელსაც ბავშვებმა თავი შესანიშნავად გაართვეს. მათ საქართველოს ყველა კუთხე ისე ლამაზად წარმოგვიდგინეს, რომ ყველა ნომერს ოვაცია და ტაში ხვდა წილად.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია