17 | 11 | 2018

ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში 75 ლანჩხუთელი მოსწავლე დაისვენებს


2012 წლის ივნისიდან დაიწყო საპრეზიდენტო პროგრამა პატრიოტთა ბანაკი ანაკლიაში, სადაც ლანჩხუთიდან პირველი ნაკადი, 15-17 წლის ასაკის 20  წარჩინებული და აქტიური მოსწავლე ბანაკში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ და გამგებელმა გიორგი გოგუაძემ გააცილეს, წასვლისას მათ ბავშვებს ბანაკის მნიშვნელობასა და ღონისძიებებში აქტიურად ჩართვაზე ესაუბრნენ.

ახალგაზრდებისთვის ბანაკში სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მოეწყო. ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო.

პატრიოტთა ბანაკიდან დაბრუნებული ბავშვები გამგებელმა გიორგი გოგუაძემ მიიღო, რომლებიც ვერ ფარავდნენ აღფრთოვანებასა და სიხარულს იქ გატარებული დღეების გამო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია