16 | 10 | 2018

მერი ჯაპანის მოსახლეობას შეხვდა

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი სოფელ ჯაპანის მოსახლეობას შეხვდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ავტობანის მშენებლობა არასწორად მიმდინარეობს და თუ დროულად არ გაკეთდა გადასასვლელი ხიდი, მოსახლეობა საყანე ფართობებიდან ვერც მოსავალს აიღებს და ვერც პირუტყვს გადენის საძოვარზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გზების სამსახურის უფროსს ბაქარ ბაბუხარდიას შეხვდა და საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის გზის მშენებლობას ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობის ინტერესები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია