16 | 10 | 2018

დღეს შშმ პირების უფლებათა დაცვის დღეა

დღეს ლანჩხუთში შშმ პირების უფლებათა დაცვის დღე აღინიშნა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ია ჩხაიძე და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები თავდაპირველად შშმ პირების ოფისს ეწვივნენ, სადაც გაიმართა დოკუმენტური ფილმების ნაკრების ჩვენება შშმ პირების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და დისკუსია აღნიშნულ თემაზე. ა(ა)იპ "პროგრესის ვექტორის" ხელმძღვანელი, მარი ნუცუბიძე სტუმრებს ადაპტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ რიგი შენობებისა ადაპტირებული არ არის, რაც ხელს უშლის შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას. მერი მასპინძლებს დახმარებას და თანადგომას დაპირდა: "გვიგულეთ თქვენს გვერდით. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ყველა თქვენი პრობლემა და დაგეხმაროთ მათ მოგვარებაში" - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა. ამავე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და წარმომადგენლები ა(ა)იპ სპორტულ ცენტრშიაც იმყოფებოდნენ, სადაც ასევე ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. სპორტული ცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა ლომაძის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს კვირაში სამ დღეს უფასოდ ჩაუტარდებათ ცურვის გაკვეთილები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია