13 | 12 | 2018

სოფელი არჩეული „არტ-გენისთვის“ ემზადება

სოფელ არჩეულში ფესტივალ „არტ-გენის“ ჩასატარებლად მზადება უკვე დაწყებულია. დღეს სოფელში მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს დეპუტატები, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ია ჩხაიძე და ა(ა)იპ ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორი, დავით წერეთელი იმყოფებოდნენ. ფესტივალი ლანჩხუთში პირველად ტარდება. ღონისძიებები 24 ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად ხალხური რეწვის ნიმუშების დათვალიერებას შეძლებს მაყურებელი. სცენა ქართული საბრძოლო ხელოვნება - „შავფაროსნებს“ დაეთმობა, შემდეგ კი რეგიონული ანსამბლები წარსდგებიან, ხოლო დასკვნით კონცერტს ჯგუფი „ფრანი“ გამართავს. „-როგორც ცნობილია, სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში ფესტივალი „არტ-გენი“ პირველად გაიმართება. დღეს მოვედით და მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. მინდა არამარტო გურია, სრულიად საქართველო მოვიწვიო აქ, ამ ულამაზეს ბუნებაში. ყველას მიეცემა საშუალება ქართული ფოლკლორი და არამხოლოდ ფოლკლორი მოისმინოს“ _ განაცხდა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია