16 | 10 | 2018

საანგარიშო კონცერტი სამუსიკო სკოლაში

მ. ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი გაიმართა. აღინიშნა, რომ ამ სკოლის მოსწავლეებს საკმაოდ ნაყოფიერი წელი ჰქონდათ. ჯერ საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისათვის“ ინიციატივით, კლასიკური მუსიკის მე-11 ეროვნულ ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების“ შესარჩევ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, სენაკში „დასავლეთ საქართველოს ხელოვნების ფესტივალზე“ სამუსიკო სკოლამ ტრადიციულად მიიღო მონაწილეობა, სადაც მოსწავლეებს საპატიო დიპლომები და სიგელები გადაეცა. სენაკის ფესტივალის დამფუძნებელი და ჟიურის თავმჯდომარეა ხელოვნების აკადემიის გენერალური დირექტორი ვალერიან შიუაკაშვილი. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო, როგორც საესტრადო, ასევე ხალხური ნომრები წარმოადგინეს. შესრულდა ცნობილი კომპოზიტორების არაერთი ნამუშევარი. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. _ ძალიან მიხარია თქვენი ასეთი წარმატება. გილოცავთ თითოეულ მათგანს. ეს პედაგოგების დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგია მადლობა მათ ამისთვის _ განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია