16 | 10 | 2018

გასართობ პარკ „ციცინათელაში“ ლანჩხუთელი ბავშვები მიიწვიეს

15 ივნისს გასართობ პარკ „ციცინათელა“ და პარკ „საქართველო მინიატურებში“ 2018 წლის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
სეზონის გახსნაზე პარკის ადმინისტრაციამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბავშვთა სახლებისა და მრავალშვილიანი ოჯახებიდან ბავშვები დაპატიჟა.
გასართობი ცენტრი ატრაქციონების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გვერდით კი პარკი „საქართველო მინიატურებში“ მდებარეობს, სადაც მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირშესანიშნაობები.
_გასართობმა ცენტრმა „ციცინათელამ“ ჩვენს ბავშვებს დიდი საჩუქარი გაუკეთა. დღეს აქ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახებიდან 170 ბავშვია მოწვეული, ასევე არიან დღის ცენტრ „იავნანას“ და ლესის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. მინდა ბავშვების, მათი მშობლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მადლობა გადავუხადო პარკის ადმინისტრაციას.- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია