16 | 10 | 2018

საპროექტო განაცხადების განხილვა დაიწყო

პროექტ „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში საპროექტო განაცხადების წარდგენის ვადა 31 მაისს ამოიწურა. ამ ეტაპზე გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის ფარგლებში განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. დღეს შესაბამისმა კომისიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი პროექტები განიხილა. მცირე გრანტების პროგრამის მთავარი მიზანია ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილების უსაფრთხოების, მიმზიდველობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილებზე ტურისტული ნიშნების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ან ტურისტული ღირსშესანიშნაობების განვითარება, გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის მიმართული ღონისძიებების მოწყობა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხელშეწყობა, არსებული ტურისტული სექტორის განვითარება, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის მომზადების პროცესის ტურისტულ პაკეტად შეკვრა და შემდგომ რეალიზაციაში დახმარებაა. პროექტს ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან ერთად ახორციელებს. ლანჩხუთში საპროექტო განაცხადების განხილვას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაესწრო.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია