16 | 10 | 2018

„სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი ლანჩხუთში იმყოფებოდა

„სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორი გიორგი ლომიძე დღეს ლანჩხუთში იმყოფებოდა. მან ლანჩხუთელებს პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინოვაციური იდეა გულისხმობს - ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის, ან მომსახურების დანერგვას. ბიზნეს იდეა უნდა იყოს ეკონომიკურად დასაბუთებული და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი. „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ არის შეზღუდული. განმცხადებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროექტში ფულადი და არაფულადი ფორმით, ამასთან, განმცხადებლის ფულადი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ფულადი ბიუჯეტის სულ მცირე 10%–ს. „სტარტაპ საქართველო" რჩება ერთობლივ საწარმოში პარტნიორად არა უმეტეს 10 წლის ვადით, ამასთან ვადა ინდივიდუალურია თითოეული პროექტისათვის, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. ბენეფიციარის მიერ წილის გამოსყიდვა უნდა მოხდეს მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებულ ვადაში. ბენეფიციარს ენიჭება „სტარტაპ საქართველოს“ წილის გამოსყიდვის უპირატესი უფლება. გამოსყიდვის ფასი შეადგენს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ ინვესტირებულ თანხას დამატებული წლიური 10% რთული დარიცხვის მეთოდით, ფაქტიური ვადის გათვალისწინებით. უზრუნველყოფის სახით ბენეფიციარს არ მოეთხოვება რაიმე სახის პირადი ქონება, უზრუნველყოფას წარმოადგენს მხოლოდ სტარტაპ კომპანიის აქტივები. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი, მერის მოადგილე გიორგი ფაცურია და ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია