13 | 12 | 2018

სტიქიით დაზარალებულ ოჯახს სახურავი გადაეცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ქალაქ ლანჩხუთში, გია ურუშაძის ქუჩაზე მცხოვრებ ლია ჩახვაძეს საცხოვრებელი სახლის გადასახური მასალა, თუნუქის ფურცლები გადასცა. "ეს ოჯახი სამი მარტის სტიქიამ დააზარალა. სახურავი მთლიანად გადახადა სახლს. ჩვენ დღეს გადავეცით თუნუქის ფურცლები," - გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა. "დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის. რომ არა ეს დახმარება, სახლი გადაუხურავი დაგვრჩებოდა" - გვითხრა ლია ჩახვაძემ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია