16 | 10 | 2018

არტ-გენი ლანჩხუთში

ლანჩხუთმა პირველად თავის ისტორიაში არტ-გენს უმასპინძლა. ღონისძიება სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყო. თავდაპირველად ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაიხსნა, შემდეგ მაყურებელს საშუალება მიეცა საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნების“ ორთაბრძოლა ეხილა. ამის შემდეგ სცენა ფოლკლორულ ანსამბლებს დაეთმო. საღამოს კი დასკვნითი კონცერტი ჯგუფმა „ფრანი“ გამართა. -ლანჩხუთის რეალობაში არტ-გენი პირველად ჩატარდა. ადგილობრივებთან ერთად მოვისმინეთ ჩოხატაურისა და ოზურგეთის ანსამბლების შესრულება. საღამოს ასრულებს ჯგუფი „ფრანი“. ვფიქრობ, რომ ლანჩხუთში ფესტივალის დებიუტი შედგა. მინდ ასეთი დღეების სიმრავლე ვუსურვო ლანჩხუთს და სრულიად საქართველოს - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექანდრე სარიშვილმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია