16 | 10 | 2018

✔️საკრებულოს ფრაქციებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აქტიურად განიხილავენ საკითხებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობს. 
საუბარია შენობა - ნაგებობების პირდაპირი განკარგვის წესით ა(ა)იპ ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრისთვის“, ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისა“ და ამხანაგობა ,,2016“-ისთვის გადაცემაზე.

აღნიშნული საკითხები დღეს საკრებულოს ფრაქციებმა, ,,ქართული ოცნება -მწვანეებმა“ და ,,ქართული ოცნება-კონსერვატორებმა“ განიხილეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია