16 | 10 | 2018

ქონების მართვის კომისიამ მიმდინარე საკითხები განიხილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიამ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა. სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ა(ა)იპ ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრისა“ და ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობს. როგორც განმარტეს, აღნიშნული დაწესებულებებისთვის ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ა(ი)პ-ებს ქონება ესაჭიროებათ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად. ეს შენობა- ნაგებობებია: ჯურუყვეთის, მამათის,ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჩოჩხათის, აცანის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღის შენობები და სუფსაში მდებარე 1128 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული კულტურის სახლი (412.1 კვ.მ. შენობა-ნაგებობა) . კომისიამ განიხილა ასევე განკარგულების პროექტი და მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის ქონების (აუქციონის გარეშე) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, არაუმეტეს ერთი წლის ვადით სარგებლობის უფლებით ამხანაგობა ,,2016“-ისთვის გადაცემას, რომელიც თანადაფინანსებით აპირებს პურის საცხობის მოწყობას და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება შენობა-ნაგებობა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია