16 | 10 | 2018

ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმს ეწვია, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" ფარგლებში, შეიქმნა.

პროექტს, რომელსაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფონდი ახორციელებს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
აღინიშნა, რომ მუზეუმის ტერიტორია გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო პროექტებისთვის, გაიმართება მოსწავლეთა შეხვედრები და საჯარო ლექციები.

გიორგი აბაშიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ოკუპაციის მუზეუმების გახსნას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ მეტი ოკუპაციის შესახებ.

მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია