16 | 10 | 2018

საფინანსო კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხებზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მახათაძემ კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები. კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხებზე: ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“; ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია