16 | 10 | 2018

შეწამვლის მესამე ეტაპი დაიწყო

ლანჩხუთში იმყოფებოდა სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ნინო შეწირული. ის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და შესაბამისი სააგენტოს ლანჩხუთის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. საუბარი შეეხო ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოების მესამე ეტაპს, რომელიც უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს. ასევე ისაუბრეს საყანე ფართობების შეწამვლაზე. ითქვა, რომ ლანჩხუთში უკვე ჩამოსულია ორი ტრაქტორი, რომელზედაც დამონტაჟებულია შესაბამისი დანადგარები. ტრაქტორებით ის ფართობები შეიწამლება, რომლებიც მოსახლეობისაგან მოშორებით მდებარეობს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია