13 | 12 | 2018

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

 

 

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი  სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.

საკრებულომ  დღის წესრიგით განსაზღვრულ ოთხ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება,  დანარჩენ საკითხებზე  საკრებულომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ()იპსკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე  მერს თანხმობა მიეცა.

დამტკიცდა განკარგულება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ()იპლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისათვისპირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ .

ასევე  მერს მიეცა თანხმობა.  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით ამხანაგობა ,,2016“- თვის უსასყიდლოდ გადაცემაზე.

საკრებულომ დაამტკიცა 2017 წლის 27 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებლის განმარტებით, მიმდინარე წლის 3 მაისის N952 განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 558 849 ლარი, აქედან 942 278 ლარი მიიმართება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის, 768297 ლარი- აკეთის, აცანის, ჩიბათის, ნინოშვილის, ნიგვზიანის, მამათის და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში რკინა- ბეტონის სანიაღვრე არხების, რკინა ბეტონისა და ასფალტო- ბეტონის საფარის მოსაწყობად, ხოლო 848274 ლარი ბავშვთა საფეხბურთო სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისის N957 განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 180000 ლარი.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წერილის საფუძველზე, გამოყოფილი თანხა მიიმართება სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაზე.

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის ზედამხედველობის მომსახურეობისთვის მიიმართება 110000 ლარი.

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში, (მუნიციპალიტეტისათვის ნაგავმზიდისა და კონტეინერების შეძენისათვის) აღებული სესხის სარგებლის პროცენტის გადახდის უზრუნველოფისათვის, გამოიყოფა 77000 ლარი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სოც- კულტურული ღონისძიებების პროგრამების დაფინანსება გაიზარდა 11000 ლარით, შ.პ.ს.ლანჩხუთს სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის მიზნით დამატებით გამოეყო 20000 ლარი.

შ.პ.ს. ქალთა საფეხბურთო კლუბლანჩხუთის ლანჩხუთი“- დაფინანსება გაიზარდა 30000 ლარით. ასევე ()იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბისლანჩხუთის გურიასდაფინანსება გაიზარდა 30000 ლართ, ()იპ ,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ სუბსიდირების თანხის 39500 ლარის შემცირების ხარჯზე, გაიზარდა სხვა საქონელი და მომსახურების მუხლი 39500 ლარით, წლის დარჩენილ პერიოდში მზურნველობამოკლებულთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფისათვის.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსების 12000 ლარით შემცირების ხარჯზე, გაიზარდა მერიის არაფინანსური აქტივების მუხლი 12000 ლარით.

()იპ ,,კულტურის დაწესებულებთა გაერთიანებისსამსახურის წერილის საფუძველზე, დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში შემცირდა სუბსიდირების დაფინანსება 5690 ლარით და გაიზარდა არაფინანსური აქტივების მუხლი 5690 ლარით.

()იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისკეთლმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“- წერილის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა შეუმცირდეს სუბსიდირების დაფინანსება 20000 ლარით და გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 20000 ლარით.

ცვლილებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის ბიუჯეტი შემოსავლის ნაწილში გაიზარდა 278000 ლარით არაფინანსური აქტივების რეალიზაციის (კლების) ხარჯზე.

განხილულ   საკითხებთან დაკავშირებით არსებულ  შეკითხვებს, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა უპასუხა.


 

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია