16 | 10 | 2018

ტრადიციული თათბირი მერთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა. ალექსანდრე სარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირზე თითოეულმა წარმომადგენელმა მერს თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების შესახებ მოახსენეს. გაირკვა, რომ უმეტესობას აწუხებს შიდა მიმოსვლის გზების, წყლის, გარე განათების პრობლემა. თათბირზე მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებზეც ისაუბრეს. "თქვენ უნდა იყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, რომ ყველა პროექტი წარმატებით განხორციელდეს" - დაავალა მერმა წარმომადგენლებს. ითქვა ასევე ფაროსანას წამლობაზეც. შეწამვლის მესამე ეტაპი რამდენიმე სოფელში უკვე განხორციელდა და ეტაპობრივად, ყველა სოფელს მოიცავს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია